თეგებით ძიება

"მათთვის, ვინც კარგად ვერ ხვდება შიმშილობის არსს" - ირინა სარიშვილის განმარტება

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური შიმშილობის არსსს განმარტავს:

მათთვის, ვინც კარგად ვერ ხვდება შიმშილობის არსს:

შიმშილობის აქტი კონკრეტული მოთხოვნებით არის უკიდურესი მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის ფორმა და არა თვითმკვლელობის მცდელობა. ამ ფორმას სიკვდილთან ერთადერთი კავშირი აქვს – დაგიკმაყოფილონ მოთხოვნა, რომლისთვისაც მზად ხარ დათმო სიცოცხლე.

სწორედ იმიტომ რომ შიმშილობა პოლიტიკური აქტია და არა თვითმკვლელობის სურვილი, ადამიანი, რომელიც შიმშილობას აცხადებს, იღებს წყალს და სამედიცინო დახმარებას, ანუ ცდილობს ჰქონდეს იმდენი დრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამდენიც შესაძლებელია.

მათთვის, ვინც არაა ციხეში ნამყოფი და არ იცის:

საკვების მიღება ციხეში დასაშვებია მხოლოდ საკანში და არსად სხვაგან. სამედიცინო კაბინეტში მოშიმშილე პატიმარი იღებს მხოლოდ სამედიცინო დახმარებას და იმ მედიკამენტებს, სითხეს და მინერალურ დანამატებს, რაც გამოუწერა ექიმმა და რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს.

მათთვის, ვისაც არ უშიმშილია:
ნებისმიერი საკვები, მცირე რაოდენობით მიღებული, კი არ აადვილებს, პირიქით, ართულებს მოშიმშილის მდგომარეობას, რადგან ამ შემთხვევაში მას მუდმივად უნარჩუნდება შიმშილის გრძნობა, რაც სრულიად გაუსაძლისია ფიზიოლოგიურად, მაშინ როცა შიმშილობის მე–5 დღიდან შიმშილობის გრძნობა კლებულობს და მე–8 დღიდან ის საერთოდ ქრება. ამიტომ თუ მოშიმშილე ტყუის, ის ვერ დაკმაყოფილდება მცირე საკვებით, მით უმეტეს, წლამდე ბავშვისთვის განკუთვნილი საკვების მცირე ულუფებით დ უბრალოდ ჩვეულებრივდ იკვებება ისე რომ სხვამ ვერ დაინახოს. ამასთან, მოშიმშილე პატიმარი ხელს აწერს ყველა მედიკამენტზე და მინერალურ დანამატზე, რასაც იღებს სამედიცინო კაბინეტში, სადაც საკვების მიღება დაუშვებელია. ეს ეხება სემპერის ბავშვის ფაფებსაც, რომლის ფოტოსაც ავრცელებენ სამთავრობო მედიასაშუალებები და ტროლები და რომლებიც არ შედის იმ ჩამონათვალში, რასაც მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს.

აღარაფერს აღარ ვამბობ მათზე, ვინც იმ კადრებზე და ფოტოებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი პიპეტისხელა კოვზით იღებს მედიკამენტის ფხვნილს, მისი კვება დაინახა და არა მისი ფიზიკური მდგომარეობა.

არც იმას დავწერდი რაც დავწერე, რომ არა პირადი გამოცდილება და კიდევ ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ხშირად გადმოცემითაც არ იცის, რა სისტემაში მოგვიწია ჩვენს თაობას ცხოვრება და ბრძოლა და რა შეუძლია და რაზეა წამსვლელი რუსული უშიშროება მიზნის მისაღწევად.

და ბოლოს, მთავარი, რაც ყველზე ცუდია, იმ ყველაფერზე მთავარი, რაც დავწერე – ესაა ჩვენი საზოგადოების ნაწილის მორალი. და რომ არა მორალის კატასტროფული დეფიციტი, ამ ყველაფრის ცოდნის გარეშეც იმას უნდა ხვდებოდე რომ თუ უბრალოდ არ იცი ვის დაუჯერო, მოშიმშილეს თუ ხელისუფლებას და რადგან არ იცი, ამიტომ ან ჩუმად ხარ, ან ხელისუფლებასთან ერთად ქირქილებ, სწორედ მორალის დეფიციტის გამო ვერ ხვდები რომ თუ შენ ცდები, და შენ ამას არ გამორიცხავ, მაშინ წირავ ადამიანს შენი სიჩუმით ან კიდევ უარესი – ქირქილებ და უსირცხვილოდ აცხადებ – თუ მოკვდება მაშინ დავიჯერებ...

რატომ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ შენ დაიჯერო ყლეო?!
მიშა იცოცხლე!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა