წალენჯიხის სოფელ ნაგურუში, ძლიერი წვიმის შედეგად, სახლის კედელი ჩამოინგრა
წალენჯიხის სოფელ ნაგურუში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასტან, ბელქანია წერს, რომ პარალელურად, წალენჯიხაში ძლიერი წვიმა გრძელდება, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
წალენჯიხაში სტიქიაა. ორი საათია კოკისპირულად წვიმს. დენი მიწოდება მთელს მუნიციპალიტეტს შეუწყდა. შექმნილია საკორდინაციო შტაბი, - წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.