დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს, რომ სტუმრად ჩასული პირველი პირი ჯერ მიიწვიონ მიღებაზე და შემდეგ უცებ გამოიწვიონ - ეკა სეფაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის მართავს.
,,ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა ჩვენს თვალწინ, ასეთი რამ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანაში სტუმრად ჩასული პირველი პირი ჯერ მიიწვიონ საზეიმო მიღებაზე და შემდეგ უცებ გამოიწვიონ ეს მოსაწვევი..."- ასე ეხმიანება ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში მომხდარს პარტია ,,ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.