თეგებით ძიება

"7 ნოემბრის შემდეგ: კახი კალაძე სააკაშვილის საარჩევნო შტაბში იყო. ღარიბაშვილი ბიძინას ფულით იმ სპეცრაზმს აფინანსებდა, იმ დღეს თავი რომ “გამოიჩინა”..." - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"7 ნოემბრის შემდეგ:
კახი კალაძე სააკაშვილის საარჩევნო შტაბში იყო.
ღარიბაშვილი ბიძინას ფულით იმ სპეცრაზმს აფინანსებდა, იმ დღეს თავი რომ “გამოიჩინა”
ქართული ოცნების დანარჩენ პოლიტიკურ “შპანაზე” აღარც ვსაუბრობ. ზოგი მიშას ემსახურებოდა და ზოგი მისსავე ბუჩქებში იჯდა.
მე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი გავხდი.
დღეს ისინი “გლოვობენ” იმ დღეს და მეუბნებიან, რომ “მახსოვდეს 7 ნოემბერი”.
ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ…", - წერს გია ხუხაშვილი.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა