თეგებით ძიება

"ბიძინოიდებს, რომლებიც დღეს გმობენ 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობას, შევახსენებ..." - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს:

"ბიძინოიდებს, რომლებიც დღეს გმობენ 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობას,შევახსენებ,რომ მთელ მაშინდელ რეპრესიულ აპარატს,მათ შორის 500 სპეცრაზმელ - მანიაკს არა მარტო ქართუ ბანკიდან აფინანსებ--ახელფასებდა ბიძინა ივანიშვილი,არამედ ჩვენი დარბევის შემდეგ მოძალადეებს დამატებითი პრემიები გამოუყო და მეუღლე -ქალბატონების გამოკითვით მათ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები აჩუქა ელიტ -ელექტრონიქსის მაღაზიებიდან. ასე, რომ ორივე წინა და დღევანდელი ხელისუფლებები თანაბრად აგებენ პასუხს მომხდარზე.ნახევრად სიმართლე არ არსებობს და ის სიცრუეა.ამასთან ივანიშვილმა,როგორც შემდგომ აღიარა თავის ინტერვიუში პირადად დაავალა მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჩემი დაპატიმრება,ხოლო როცა ამერიკის ჩარევით ეს არ გამოუვიდათ დაურეკა და შენიშვნა მისცა დავალების შეუსრულებლობაზე", - წერს ნათელაშვილი ფეისბუქზე.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა