თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

1 017 თბილისი, 362 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 477 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 017

⭕ აჭარა - 89

⭕ იმერეთი - 362

⭕ ქვემო ქართლი - 146

⭕ შიდა ქართლი - 81

⭕ გურია - 58

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 140

⭕ კახეთი - 162

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 64

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 52

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 262 - აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა