თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

"მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება“ - აკაკი ზოიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის აკაკი ზოიძის განცხადებით მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება. კლინიკური სექტორი ზღვარზეა. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოები თუ გადაიტვირთება, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ისედაც მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება.

უბრალოდ, არ გვეყოფა კვალიფიციური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმები. მდგომარეობა უკვე საშიშია, არავითარ მომავალზე არაა ლაპარაკი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე შევძლოთ ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა