თეგებით ძიება

"ამ მძიმე პანდემიის ჟამს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ, ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია.." - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში აქციაზე მისულ მონაწილეებს აკრიტიკებს.

"ცუდი არჩევანია..

ამ მძიმე პანდემიის ჟამს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ, ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია.. შედეგიც სამწუხაროდ არ დააყოვნებს! ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის. სხვათა შორის, არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი! რა ქნას, ერთი დნმ-ის სპირალია სულ, როგორ გაარკვიოს?! ვისაც უფალმა რუხი ნივთიერებით სავსე ნახევარსფეროები მისცა - ისინიც ვერ გარკვეულან და ვირუსს როგორ გინდა მოსთხოვო მტყუან- მართლის გარჩევა..

ნუთუ ადრეც, საუკუნეების განმავლობაშიც ასეთი გულარხეინები ვიყავით? ნუთუ არ გვქონდა არასდროს განსაცდელის შეგრძნება და ვერ ვალაგებდით პრიორიტეტებს?!!... როგორ მოვაღწიეთ აქამდე??" - წერს გადელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა