თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

"დამტკიცებული ვაქცინა, ზოგ შემთხვევაში უნდა იყოს სავალდებულო" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

2020 წლის 28 დეკემბერი

- ანტივაქსერებს უყვართ ამ ვიდეოს ტრიალი
- კიდევ ერთხელ განმარტება
- ვაქცინაცია უნდა იყოს უფასო
- ყველა ექსპერიმენტული ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი
- ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური
- დღეს, 2021 წლის 8 ნოემბერს მხოლოდ ერთი ვაქცინა (ფაიზერი- ბიონტეკი) არის დამტკიცებული მსოფლიოში ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ,. ყველა დანარჩენი ვაქცინები ჯერ კიდევ არიან “ექსპერიმენტული” ვაქცინები

- დამტკიცებული ვაქცინა (ფაიზერ-ბიონტეკი) შესაძლებელია, გახდეს სავალდებულო კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც არიან მაღალი რისკის მატარებლები - ესენი არიან: სამედიცინო, სასწავლო და სერვისების სფეროში დასაქმებული ადამიანები. დანარჩენი მოსახლეობა, ვისაც სურს, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების ცხოვრებაში და ეწვიოს კაფეს, რესტორანს, კინოს, სალონს და ასე შემდეგ,, უნდა იყოს შესაბამისად დაცული და უნდა იყოს ან ვაქცინირებული (მე მაინც მომხრე ვარ დამტკიცებული ვაქცინით), ან უნდა იყოს დატესტილი. ამით ეს ადამიანი დაიცავს საკუთარ თავს და საზოგადოებას.

- თუ ადამიანი არის კოვიდვაქცინის წინააღმდეგი, მე მაინც ვთვლი, რომ ეს მისი უფლებაა, ოღონდ მან თავისი უფლების დაცვით არ უნდა დააზიანოს და არ უნდა შელახოს სხვა ადამიანის უფლებები.

- ერთ რამეს დავამატებ - მეცნიერება არ დგას ერთ ადგილას და ყველაფერი ვითარდება და იცვლება. თუ რაიმე ახალი და სასარგებლო მოხდება და იქნება ახალი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა გადავხედოთ.

- მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვდგავარ. ექსპერიმენტული ვაქცინა ვერ და არ უნდა იყოს სავალდებულო. დამტკიცებული ვაქცინა, ისევე როგორც სხვა დამტკიცებული ვაქცინები, შესაძლებელია და ზოგ შემთხვევაში უნდა იყოს სავალდებულო



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა