თეგებით ძიება

"პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას ჩაიტარებს, 200-ლარიან დანამატს მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიგინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა რომ "პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე ვაქცინაციას ჩაიტარებს, 200-ლარიან დანამატს მიიღებს".

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სწორედ საბჭოს სხდომის შედმეგ განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ დეკემბრიდან ამოქმედდება ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

ღარიბაშვილის თქმით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელიც ორჯერადააა აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პანდემიის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ბოლო 72 საათში PCR ხოლო 24 საათში სწრაფი ტესტი ექნება ჩატარებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა