თეგებით ძიება

"რაც უფრო საინტერესო ადამიანთან ურთიერთობ, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება" - ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილზე

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.



ოთო ფოლადაშვილთან და ჯულიანა ბარგნართან ინტერვიუ „ფორტუნამ“ ჩაწერა. წყვილმა ერთმანეთთან ურთიერთობასა და კარიერაზე ისაუბრა. ჯულიანამ აღნიშნა, რომ მათ საერთო მიზნები, თუმცა განსხვავებული ხასიათი აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ურთიერთობებზე მაგარი არაფერია. რაც უფრო საინტერესო ადამიანთან ურთიერთობ, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება. ძალიან გამიმართლა, რადგან ოთო არა მარტო ფიზიკურად არის ძლიერი ადამიანი, არამედ ხასიათითაც. ის შემდგარი მამაკაცია”, – ამბობს ჯულიანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა