თეგებით ძიება

"ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ავირიოთ, აქცია გაიხლიჩოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ. ყველა თავისუფლებაზე ვიკრიბებით! " - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ აქცია არ უნდა გაიხლიჩოს და თავისუფლებაზე შეიკრიბოს ხალხი.

"ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ავირიოთ, ქაოსი იყოს, აქცია გაიხლიჩოს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ. ყველა თავისუფლებაზე ვიკრიბებით!
შეცდომის უფლება არ გვაქვს.. არავის!", - წერს დეკანოიძე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა