თეგებით ძიება

"კანონიერ ქურდებს" მიუყვანეს მიხეილ სააკაშვილი... იმდენს ნუ იზამთ, ქოცელიტავ, რომ ცოცხლებმა ვერ გააღწიოთ ამ ქვეყნიდან" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია საქართველოს მესამე პრეზიდენტის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სააკაშვილი "კანონიერ ქურდებს მიუყვანეს.

"გლდანს მართავენ კანონიერი ქურდები, ანუ კანონიერ ქურდებს მიუყვანეს მიხეილ სააკაშვილი...
იმდენს ნუ იზამთ, ქოცელიტავ, რომ ცოცხლებმა ვერ გააღწიოთ ამ ქვეყნიდან. ბიძინა კი მოაჯდება თავის ვერტმფრენს და აითესება, მაგრამ ირაკლებს და ქოცელიტას გაბრდღვნის გადარეული ხალხი, სააკაშვილს თუ რამე დამართეს.
პ.ს. აქცია გლდანთან უნდა გადავიდეს!", - წერს ბაია პატარაია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა