თეგებით ძიება

" ატომურ ჩემოდანთან და შესაბამისად “წითელ ღილაკთან ” ღარიბაშვილს წვდომა არა აქვს…" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მშიშარა ხელისუფალზე საშიში არაფერია.

"მშიშარა ხელისუფალზე საშიში არაფერია…
ის აფექტურად მოქმედებს და შესაბამისად ყველაფერზეა წამსვლელი თავდაცვის მიზნით.
ერთია კარგი - ატომურ ჩემოდანთან და შესაბამისად “წითელ ღილაკთან ” ღარიბაშვილს წვდომა არა აქვს…", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა