თეგებით ძიება

"დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას" - ნიკა გვარამია

დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.

"დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება.
ძალიან უნდა ვიფრთხილოთ და არ ავყვეთ ემოციებს და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ მშვიდობასა და ერთიანობაშია.
ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!

თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, მაგრამ არა მოსატყუებელი ფეიკი, მგზავრის გარეშე. თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა!", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა