თეგებით ძიება

"სააკაშვილის გატაცება ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია. ისეთ ჩიხში შეყავთ ქვეყანა, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გატაცება მიზანმიმართული ნაბიჯია, რაც ვითარების ესკალაციას ემსახურება.

"გორში მიშას გადაყვანა დროებით მაინც განმუხტავდა ვითარებას.
აქციის პარალელურად მისი გლდანის ციხისკენ გატაცება, ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია.
ისეთ ჩიხში შეყავთ ქვეყანა, საიდანაც უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ იარსებებს", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა