თეგებით ძიება

"ოცნების სიველურეს 2 ადამიანის - მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე ეწირება" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ ოცნება არ აღიარებს, რომ ხელისუფლების მიმტაცებელია.

"ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ აქციას მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ხელისუფლების მიმტაცებელია. ძალიან მადარდებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაა ასევე ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში. ამ სიველურეს, რომელსაც იჩენს ხელისუფლება, ეწირება ორი ჩვენი მეგობარი, ორი ცოცხალი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია. არადა რას სთხოვდა საზოგადოება ხელისუფლებას - რომ ელემენტარული ადამიანობა გამოეჩინათ, გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში", - აღნიშნა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა