თეგებით ძიება

არაფერი იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის ინტერესების დაცვას - კახა კალაძე

7არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა“.

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მუდმივი ზეწოლის, შანტაჟის მიუხედავად, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით და ა.შ., ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.

პარტნიორობას და ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. მზად ვართ ურთიერთობისთვის და გვჯერა იმისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ყველაფერი დარეგულირდება და იქნება ისე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეფერება“,- განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა