თეგებით ძიება

ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ტერმინ „გატაცებას“ ხელისუფლების ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ.

„საერთოდ როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე იმასაც გეტყვით, რადგან ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას ვპასუხობ თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე გავმარტავთ მიზეზებს რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან #18 დაწესებულებაში.

როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გდაწყვეტილება, რომ იგი #18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა ბევრად უფრო მჭიდრო იქნებოდა და ეს რისკი სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები. ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლას. ეს გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა