თეგებით ძიება

ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო, - ამის სესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკას, ერთადერთი მიზანი აქვთ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არის ერთადერთი საშუალება, რომ მან დატოვოს პენიტენციური სისტემა, ციხე დატოვოს. ეს არის მიზანი, სხვა მიზანი მას არ გააჩნია.

ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავს ქმედითად და არა პოპულისტურად. ნახეთ, სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა“, - აღნიშნავს მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებით, პატიმრის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ პატიმრის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რომელ დაწესებულებაში განთავსდება.

„წარმოგიდგენიათ, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, პატიმრის და მსჯავრდებულის გადასაწყვეტი იყოს რომელ დაწესებულებაში განთავსდება, რა მოხდებოდა?! ეს არის შესაბამისი უწყების დისკრეცია, ამ დისკრეციის ფარგლებში მოქმედებს ლეგიტიმურად. ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ბრალდებული, თუ მსჯავრებული, ცივილიზებულ სამყაროში ვერ გადაწყვეტენ რომელ დაწესებულებაში განთავსდნენ“, - აღნიშნავს მდინარაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. 12 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად სასწრაფო სამედიცინო მანქანიდან თავისი არ ჩამოდის, ამიტომ მისი შესახლება იძულების წესით განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა