თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ დგება, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ექსპრეზიდენტი მთელი დღ ლოგინში იწვა. მას ძლიერი სისუსტე აქვს.

" პრეზიდენტი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში. საკანში ვესტუმრე იმიტომ, რომ არ შეეძლო ქვემოთ ჩამოსვლა. ანალიზები ავიღეთ, პასუხები მივიღეთ, მაგრამ დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან.

დასაკარგი დრო არაა- დრო არ გვაქვს, სასწაული არ ხდება, ეს ადამიანი ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად ხდება", - განაცხადა წუხელ ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა