თეგებით ძიება
14. 11. 2021 COVID - 19

არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს - ამირან გამყრელიძე

ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბარში განაცხადა.

"„ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. 7 000-მდე ადამიანი წევს ჰოსპიტალში, 1 665 მძიმე პაციენტია, ხელოვნური ვენტილაციაზე 368 პირი. ძალიან გადატვირთულია და ზღვარზეა ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ აცრები, მეტი ვერაფერი. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნარონ სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადე, ყველას ვთხოვ. 37%-მდე არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. ეს არის საგანგაშო ციფრი. არავინ არაფერს არ იცავს და რა თქმა უნდა, გვექნება შემთხვევების მატება.

არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. თუ ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა გვექნება, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი გადაიტვირთება, აღარ იქნება ადგილი. საველე ჰოსპიტლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სეგმენტია და საჭირო გახდება მათი გახსნა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა