16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დღეს შესაძლოა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგეუფლოთ, შეეცადეთ სამსახურში მიაგნოთ წარუმატებლობის მიზეზს და გააკეთოთ სათანადო დასკვნები, რათა თქვენი პოტენციალით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
კურო
მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც ძალებს შეგმატებთ და სტიმულს მოგცემთ საქმიანობაში. იზრდება თქვენი გავლენა და ავტორიტეტი, მოიპოვებთ კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერას.
ტყუპები
პროფესიულ სფეროში ახალი საინტერესო გადაწყვეტილებების მიღება და ახალი ცოდნის ათვისებაა მოსალოდნელი. დიდ დროს წაგართმევთ აგრეთვე ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კირჩხიბი
სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, საჭესთან. მოსალოდნელია უსიამოვნებები და ნეგატიური სიტუაციები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ოჯახური გარემო და საოჯახო საქმიანობა დიდ კმაყოფილებას მოგგვრით.
ლომი
ჩვევად აქციეთ სეირნობა სუფთა ჰაერზე, ეს აუცილებელია და განსაკუთრებით ეს სასიამოვნოა ნოემბერში.
ქალწული
გააფართოვეთ ურთიერთობების არეალი. იყავით უფრო კეთლგანყობილი, გამგები, სხვათა აზრს ეცით პატივი. ასეთი მიდგომით გრანდიოზული გეგმების რეალიზებას შეძლებთ.
სასწორი
ძველი დაპირებები და მოვალეობები თავს შეგახსენებთ. მეტი ძალისხმება და მეტი აქტიურობა დაგჭირდებათ, რათა მოასწროთ მათი შესრულება , შესაძლოა რაიმე მეტად ღირებულის შექმნითაც დაკავდეთ.
მორიელი
ემოციებით დახუნძლული დღეა, დიდ შთაბეჭდილებებს მოახდენთ უცხო ადამიანებზე დახვეწილი მანერებითა და თავდაჭერილობით, რაც საშუალებას მოგცემთ მშვიდად განაგრძოთ გზა თქვენივე გეგმების განსახორციელებლად.
მშვილდოსანი
საჭიროა მხოლოდ თავმდაბლობისა, ურთიერთპატივისცემის გამოვლენა კოლეგებთან, თანამოაზრეებთან, მეზობლებთან თუ სოციალურ ქსელებში.
თხის რქა
დღეს შესაძლოა დიდებული წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად განახორციელოთ და საინტერესო რეალობად აქციოთ .
მერწყული
მოქმედების დროა, იზრდება საქმეში თქვენი პროფესიონალური ინტერესიი და კლებულობს ფინანსური ამბიციები, მოსალოდნელოა ცვლიბებები, მოერიდეთ ხალხმრავალ ხმაურიან ადგილებს.
თევზები
მეტი გულისყურით დააკვირდით ლამაზ სიტყვებსა და კომპლიმეტებს, ეძიეთ მათ ჩრდილში მიმალული ჭეშმარიტი აზრი, ზედაპირზე შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ჩანდეს, შეეცადეთ მეტი გარკვეულობა და სიცხადე შეიტანოთ ურთიერთობებში.