თეგებით ძიება

სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა - დავით სერგეენკო

ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მოშიმშილე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მედიკოსებს მიმართა.

"ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს", - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, შესაბამისობაში მოყვანა და ამისთვის ყველა პირობა უზრუნველყოფილია.

ამასთან, სერგეენკოსვე თქმით, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა