თეგებით ძიება
17. 11. 2021 COVID - 19

მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა - ჯანმო

ჯანმოს ცნობით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 3.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 584 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.

გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამერიკის, ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში.

რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 550 684 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის რუსეთი - 275 579 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია, სადაც გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების 254 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ მოჰყვებიან გაერთიანებული სამეფო და თურქეთი, 252 905 და 180 167 შემთხვევით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა