თეგებით ძიება
18. 11. 2021 COVID - 19

თბილისი 1 646, იმერეთი 819 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 1 646

- აჭარა - 190

- იმერეთი - 819

- ქვემო ქართლი - 258

- შიდა ქართლი - 422

- გურია - 117

- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387

- კახეთი - 315

- მცხეთა-მთიანეთი - 90

- სამცხე-ჯავახეთი - 144

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662, საიდანაც 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 637 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი.

1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა