პირბადის ტარება COVID-19-ით დაინფიცირებას 53%-ით ამცირებს - ახალი კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, პირბადოს ტარება COVID-19-ით ინფიცირების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მეცნიერები მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამტკიცებენ, რომ კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადის ტარება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ავადობას 53%-ით, დისტანციის დაცვა კი 25%-ით ამცირებს. ხელის დაბანაც ეფექტურია და დადასტურებულია, რომ ის ავადობას 50%-ზე მეტით ამცირებს.
"ამ მიზეზით, მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად, ამ ზომების შენარჩუნება აუცილებელია", - აღნიშნულია კვლევაში.