თეგებით ძიება
18. 11. 2021 COVID - 19

კოვიდ პუნქტი მაღაზიაში - რა აღმოაჩინა თბილისში რეგულირების სააგენტომ

აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდ ტესტირების პუნქტი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული და კანონდარღვევით ფუნქციონირებდა - ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

"დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს"- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა