დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქქცინის დამატებით დოზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ პფაიზერით ან ასტრაზენეკათი - შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 6 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
18-60 წლის ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს - შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთოთ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 6 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც სინოფარმით ან სინოვაკით აიცრნენ - შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.