19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვდრებია მოსალოდნელი, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც წარსულში ბევრი გსმენიათ და ახლა მასთან საერთო საქმეშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ.
კურო
საქმიან მოლაპარაკებებში სხვებზე მეტად მოახერხებთ პარტნიორების დაინტერესებას, შესაძლოა, გზა იმ ადამიანებისკენაც გაიკვალოთ, ვისთან საქმიან კავშირზეც სხვები ვერც იოცნებებენ.
ტყუპები
შესაძლოა, წარმატებით შემოაბრუნოთ თითქმის უპერსპექტივო ბიზნესი და თანამოაზრეებიც შემოიკრიბოთ.
კირჩხიბი
ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან და მიჰყევით მიზნისკენ მიმავალ გზას.
ლომი
შანსი გექნებათ უმტკივნეულოდ მოაგვაროთ რთული საკითხები, შეეცადეთ წონასწორობამ არ გიმტყუნოთ.
ქალწული
შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები. შინაგანი პოტენციალი და გონიერება, არის ალბათობა ვიღაც დაინტერესებული იყოს თქვენით და თვალს ადევნებდეს თქვენს უნარებსა და საქმესთან დამოკიდებულებას.
სასწორი
აიღეთ ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გარშემომყოფთა კეთილგანწყობაც სასარგებლოდ გამოიყენეთ.
მორიელი
იყავით ყურადღებით და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს მცირე გაუგებრობების შემთხვევაში. ნურც უნებლიე შეცდომა შეგაშინებთ თანდათან უფრო მოიმატებს სასიკეთო ტენდენციები და ყველაფერი გამოკეთდება.
მშვილდოსანი
დღეს შესაძლოა საინტერესო, გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ, თქვენ არა მარტო კარგ რჩევებს, არამედ მხარდაჭერასაც მიიღებთ მათგან და შესაძლოა თანამშრომლობასაც მიაღწიოთ.
თხის რქა
შესაძლოა ჩაიშალოს მოლაპარაკეები ან გაცილებით მეტი ფინანსები დაგჭირდეთ პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა მოკავშირეებიც გამოჩნდნენ და ერთობლივი მუშაობით საქმეც სათქვენოდ შემობრუნდეს.
მერწყული
შესაძლოა თქვენთან მუშაობით კონკურენტები ან ის ადამიანები დაინტერესდნენ, რომლებიც ადრე გმტრობდნენ კიდეც.
თევზები
შესაძლოა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და მოულოდნელად მიიღოთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, ვინც ყოველთვის განზე იდგა და საერთოდ არავითარ ყურადღებას არ იჩენდა თქვენს მიმართ.