თეგებით ძიება
19. 11. 2021 COVID - 19

დედოფლისწყაროში ხუთი შვილის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ხუთი შვილის დედა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „ჰერეთი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილს, დედოფლისწყაროს კოვიდ კლინიკაში მკურნალობდნენ.

კლინიკის მენეჯერის ხათუნა აგლაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანის დროს რთული იყო და ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„შემოყვანისას რთული იყო. ბოლოს გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ქალბატონი არ იყო ვაქცინირებული და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ აცრილები სწრაფად ექვემდებარებიან მკურნალობას“, - განაცხადა აგლაძემ.

რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფის, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა