20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დღეს ეცადეთ თავი აარიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს განწყობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენენ. მოინახულეთ მეგობრები და შეიქმენით ემოციური კომფორტი.
კურო
იყავით ისეთი როგორიც ხართ, ნურავის მიბაძავთ და ნუ წახვალთ კომპრომისზე.
ტყუპები
ოპტიმისტური განწყობა და ძალების მოზღვავება საგრძნობია. დაიხარჯეთ შემოქმედებითად, თუმცა არ დაგავიწყდეთ დასვენება.
კირჩხიბი
დღეს მეტად გაბედული ხართ. შესაძლოა გონების სიღრმეებიდან ამოიტანოთ ისეთი იდეები, რომლებიც მეტად წაადგება თქვენს ახლანდელ მდგომარეობას.
ლომი
პირად სფეროში ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, მშვიდად დააკვირდით სიტუაციის განვითარებას. დაოჯახებულმა ლომებმა კი შეიძლება მიიღონ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება.
ქალწული
ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს, კარგად დაფიქრდით და გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი დეტალები, თუმცა წვრილმანებთან ერთად გააანალიზეთ მთავარი, რამდენად თქვენია ესა თუ ის გადაწყვეტილება.
სასწორი
მიხედეთ თქვენს გულს და დაამყარეთ წესრიგი, ახალი ურთიერთობებისათვის წესიერი სასიკეთო დროა.
მორიელი
არის შანსი მოიგოთ ფული, წარმატება ან ჯილდო მოიპოვოთ რაიმე კონკურსში. იყავით გულახდილი, კეთილსინდისიერი და ერიდეთ არაფრისმომცემ კამათს.
მშვილდოსანი
სასურველი ამ დღის ენერგიები გამოიყენოთ მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობების დასალაგებლად. შესაძლოა სახლში აქტუალური იყოს რემონტის თემა.
თხის რქა
ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს ბოლო წუთისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ათმაგი ძალისხმევა დაგჭირდება მათ ბოლომდე მისაყვანად.
მერწყული
მოვლენები სასიკეთოდ ვითარდება, შესაძლოა მიუბრუნდეთ თქვენს მნიშვნელოვან იდეებს.
თევზები
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნურც სხვათა რჩევებს აჰყვებით, რადგან მათი რეალიზება შეიძლება რთული იყოს