კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი, ხოლო 2 457 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 808 889-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 743 927 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 422 პაციენტი ემსხვერპლა.