თეგებით ძიება
20. 11. 2021 COVID - 19

1 663 თბილისი, 809 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 743 927.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 663

⭕ აჭარა - 159

⭕ იმერეთი - 809

⭕ ქვემო ქართლი - 279

⭕ შიდა ქართლი - 360

⭕ გურია - 98

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 295

⭕ კახეთი - 303

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 113

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 184

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა