ბუსტერი 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს - ამირან გამყრელიძე
20 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 8 ათასამდე ბუსტერია გაკეთებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბუსტერ დოზა კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე.
"ბუსტერი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა სინოფარმზე იყავი აცრილი, სინოვაკზე თუ ფაიზერზე, სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ"- აცხადებს გამყრეიძე.