20 ნოემბერს საქართველოში 4 638 ადამიანი აიცრა, სულ ჩატარებულია 2 095 168 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 21 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 095 168 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 106 359 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 38.9 %-ია.
სრულად ვაქცინირებულია 979 607 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.3%-ს შეადგენს.
20 ნოემბერს 4 638 ადამიანი აიცრა.