თეგებით ძიება
21. 11. 2021 COVID - 19

ვირუსთან ბრძოლის 2 გზაა: მკაცრი რეგულაციები და ვაქცინაცია. ეს კომპონენტი არაა დაცული, გვექნება ტალღები - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია არ ხდება, რის გამოც კოვიდტალღებს პროგნოზირებს.

"ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა - ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები,"- აცხადებს "რუსთავი2"-თან გამყრელიძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 76 პაციენტი კი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა