თეგებით ძიება
21. 11. 2021 COVID - 19

უგულებელყოფილია ყოველგვარი რეკომენდაცია, მოსახლეობის 46% ვირუსის გამავრცელებელია - ამირან გამყრელიძე

ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს.

მისი თქმით, მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას.

"ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა - ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები,"-აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძისვე თქმით, 60 წელს გადაცილებულებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი სიკვდილიანობის შესამცირებლად.

"ამ ასაკში ჩვენ მოცვა გვაქვს - პირველი აცრით 40.4% და მეორე აცრით 35.27%. ანუ, ამ ასაკში მოცვამ, ამ ეტაპზე, გადააჭარბა ქვეყნის საშუალო მოცვას, რადგან ქვეყნის საშუალო მოცვა არის 34.3%. მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ამ ასაკში გინდა 80, 90%-იანი მოცვა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. ამიტომ, აქაა საჭირო ყველაზე მაღალი მოცვა,"-აცხადებს "რუსთავი2"-თან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა