თეგებით ძიება
21. 11. 2021 COVID - 19

კორონავირუსი ისეთი ვერაგია, აუცილებლად მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, იმედი ნურავის ექნება - პაატა იმნაძე

კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "რუსტავი2"-თან განაცხადა.

"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში,"-აცხადებს პაატა იმნაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 76 პაციენტი კი გარდაიცვალა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 21 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 095 168 აცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა