თეგებით ძიება
22. 11. 2021 COVID - 19

ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 118 პაციენტი მკურნალობს, აქედან 14 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ერთი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ეს არის 1 თვის ბავშვი, რომლის რეფერირება მოხდა ბათუმიდან. მას აქვს ორივე ფილტვის ქსოვილის სერიოზული მაღალ ქულიანი დაზიანება. სხვა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ რეანიმაციაში, აქვთ თანმხლები დაავადებები. სულ 4 მშობელია, რომელიც ორჯერადადაა ვაქცინირებული და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.

წლამდე ასაკის ჩვილები და ახალშობილები რომ დავიცვათ ინფიცირებისგან, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი და ახლობლები, რომელსაც შეხება აქვთ ბავშვთან აცრილები იყვნენ“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა