დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მოზრდილი მოასხლეობის 34 პროცენტზე მეტი ორჯერადად არის აცრილი:
- 22 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 097 159 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 107 557 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.0 %.
- სრულად ვაქცინირებულია 980 213 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.
- 21 ნოემბერს აიცრა 1 644 ადამიანი.