თეგებით ძიება
22. 11. 2021 COVID - 19

აიცერი, თუ არ ხარ აცრილი - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ამ ქვეყანაში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი, რომელსაც ვაქცინაცია შეუძლია, თუმცა აცრილი არ არის, რაც ვირუსის გავრცელების გააქტიურებას იწვევს და სახიფათოა და დაუცველს ხდის არა მხოლოდ არავაქცინირებულებს, არამედ ვაქცინირებულებზეც გადადის,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, დასკვნა არის ის, რომ არავაქცინირებულები უნდა აიცრან, მათ კი, ვინც უკვე ვაქცინირებულია, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა მიიღონ.

„აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე „ბუსტერ“ დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ. რადგან 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციაც შესაძლებელია, დაიწყეთ მათი აცრა ახლავე და ისინი საშობაო არდადეგებისთვის სრულად იქნებიან ვაქცინირებული,“- აღნიშნა ფაუჩიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა