თეგებით ძიება
22. 11. 2021 COVID - 19

უნდა გამოცხადდეს თუ არა საქართველოში "ლოქდაუნი"? - რა რეკომენდაციით გამოდის გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად, საქართველოში მორიგი ე.წ. "ლოქდაუნის" დაწესების წინააღმდეგია.

როგორც TIA.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, მორიგი ჩაკეტვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იქნება.

თავიდან ვიყავი „ლოქდაუნის“ მომხრე, რადგან ის გაძლევს საშუალებას, მოემზადო, მოიმარაგო ჟანგბადი, გადაამზადო ექიმები, იყიდო პირბადეები და ა.შ. დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ „ლოქდაუნის“ დაწესება, ანტისახელმწიფოებრივია. ჩვენ ვისწავლეთ, რომ მარტო დაკეტვით ვირუსს ვერ შეაჩერებ, ის შეიძლება 2-3 კვირით შეაკავო მხოლოდ, მერე რას შვრები?! ვირუსის გავრცელებას სამი კომპონენტი აკავებს: ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია. თუ ჩვენ სამი ერთში გვაქვს, მაშინ რატომ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა?!", - განაცხადა ჩვენთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 55 ადამიანი, ხოლო 5 530 პირი გამოჯანმრთელდა.


ცნობისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 814,097 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11,553 ადამიანი დაიღუპა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 47-ე პოზიციაზე იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა