თეგებით ძიება
22. 11. 2021 COVID - 19

კორონავირუსით ხაშურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იმედო ლაცაბიძე კორონავირუსით გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმედო ლაცაბიძის გარდაცვალების გამო.

იმედო ლაცაბიძე 2006 წლის 7 მარტიდან ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, მოგვიანებით კი არჩეულ იქნა ამავე კომისიის თავმჯდომარედ და დღემდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

იმედო ლაცაბიძე კორონა ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს,"- აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა