კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 62 ადამიანი, ხოლო 4 428 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 819 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 759 657 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 608 პაციენტი ემსხვერპლა.