თეგებით ძიება
23. 11. 2021 COVID - 19

1 815 თბილისი, 997 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 440 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 608 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 815

⭕ აჭარა - 202

⭕ იმერეთი - 997

⭕ ქვემო ქართლი - 330

⭕ შიდა ქართლი - 497

⭕ გურია - 122

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 427

⭕ კახეთი - 358

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 139

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 152

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა