დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 34 პროცენტზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.
- 23 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 107 467 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %.
- სრულად ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%.
- 22 ნოემბერს აიცრა 9 594 ადამიანი.