ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს.
„მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონია. ცივი სეზონი დადგა უკვე და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს იმას, რომ არ გვქონდეს სერიოზული გაუმჯობესება. უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს რეანიმაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.