TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

    ვერძი

    იყავით მეტად წინდახედული, კონტროლი გაუწიეთ სიტყვებს, მეტად ორიენტირდით საქმეებზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

    კურო

    თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მითუმეტეს შემოქმედებითი კუთხით. სამსახურში ცვლილებების ალბათობა დიდია.


    ტყუპები

    ფინანსური და კარიერული საკითხებისთვის კარგი დღეა. ეცადეთ ნაკლები ისაუბროთ, არ აყვეთ ჭორებს, გათავისუფლდით არასასურველი ემოციებისგან, კონტაქტებისგან.

    კირჩხიბი

    იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. დანაკარგების ალბათობა დიდია.

    ლომი

    დრო დაუთმეთ თქვენი ნიჭისა და ტალანტების გამოვლენას, თვითგანვითარებას. იყავით მომთმენი და დაკვირვებული.

    ქალწული

    ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით, თავს მიეცით დასვენების საშუალება. შესაძლოა სახლში სტუმრიანობა გქონდეთ.

    სასწორი

    დაიცავით ბალანსი. ნუ იქნებით გამომწვევი მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე, ამით მოშურნეებს ზედმეტად არ გააღიზიანებთ, საჭირო ადამიანების ყურაღებას კი თქვენი მომხიბვლელობით ისეც დაიმსახურებთ.

    მორიელი

    წარმატებული დღეა, ნებისმიერ სფეროში თითქოს ცვლილებების მოლოდინი გაქვთ. მორიგებები, შერიგებები, მოლაპარაკებები ყველაფერი სათქვენოდ მუშაობს. ასე რომ იმოქმედეთ!

    მშვილდოსანი

    საქმე, სამსახური, დღე მშვენიერი შესაძლებლობებითაა სავსე, რასაც ვერ ვიტყვით სასიყვარულო სფეროზე. ცვლილებების წყურვილი გამოძრავებთ, რაც შესაძლოა კარგად დაგვირგვინდეს კიდეც მაგრამ არა დღესვე.

    თხის რქა

    ეს წორედ ის დღეა, როდესაც უმჯობესია იყოთ კულისებში, მიეცით საკუთარ თავსაც და სხვებსაც მშვიდ, წყნარ ვითარებაში საქმის , შესრულების საშუალება. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, დაკავდით ყოველდღიური საქმით.

    მერწყული

    იყავით თანმიმდევრული, ქრონოლოგიური, ნუ იჩქარებთ, თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, მთავარია დამშვიდდეთ, დაისახოთ სტრატეგია. საღამოს ნუ იტყვით უარს განტვირთვაზე.

    თევზები

    შესაძლოა სამსახურში გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, რაც შემდგომ ფინანსურ მდგომარეობაზე შეძლება აისახოს, სხვა მხრივ დღე მშვიდად ჩაივლის კარგია მედიტაცია, წყლის პროცედურები.
    771 ნახვა
    23-11-2021, 20:38