თეგებით ძიება
23. 11. 2021 COVID - 19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ტვინდემიის შემთხვევები?

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ორმაგი ფორმის - ტვინდემიის შემთხვევები? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი2"-თან საუბარში არ გამორიცხა, რომ ტვინდემიის ერთეული შემთხვევები ქვეყანაში უკვე გამოვლენილი იყოს.

ექიმები რესპირატორული გრიპის ვირუსის აფეთქებას ელოდებიან. საშიშროებას კი "დელტა" შტამის მახასიათებლები ქმნის, რომელიც 10-ჯერ მეტად მძიმეა გრიპზე. "დელტა" შტამის შემთხევაში 100-დან ერთი ინფიცირებული, გრიპის დროს კი 1000-დან ერთი ადამიანი კვდება.

ტვინდემიის პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი. ექიმები დამატებით კლინიკური სექტორის კრიზისზე საუბრობენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ორმაგი ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებმა დროული და სწორი მკურნალობა ვერ მიიღონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა